Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრებულთა კულუნარიული კონკურსი გაიმართა

მარშალ პრესი 12/07/2025
516739049_1150363753803996_8064777613473525742_n

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გამართულ მსჯავრდებულთა კულინარიულ კონკურსს დაესწრო.

კულინარიულ კონკურსში ფინალურ ეტაპზე სასწავლო კურსის ფარგლებში გადამზადებული ოთხი მსჯავრდებული მონაწილეობდა. მათ მიერ მომზადებული კერძები სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა.

კურსის მონაწილეებმა ქართული და ევროპული სამზარეულოს სხვადასხვა სახეობის კერძის მომზადება პროფესიულ დონეზე შეისწავლეს. კურსის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმდნენ.

კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის კურსი იუსტიციის სამინისტროს სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით, კოლეჯ „იკაროსის“ მხარდაჭერით 2024 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ჯამში 40 მსჯავრდებული გადამზადდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ბეჟან ობგაიძე, კოლეჯ „იკაროსის“ დირექტორი რუსუდან ჩართოლანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

Continue Reading

Previous: დღეიდან, მეტრო ვარკეთილი 45 დღით იკეტება
Next: მაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025