
ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოდან დაახლოებით, 230 არასამთავრობო ორგანიზაციაა ბენეფიციარი გრანტების, რომელიც საქართველოში შემოდიოდა ევროკავშირიდან, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„იქ მითითებულია თითქოსდა, მიზნობრიობა ამ გრანტების; სახელი ჰქვია, დავუშვათ, მიმღები არის ყოველთვის როგორც იქ აღნიშნულია დირექტორატი, მაგრამ ფაქტობრივად, რას ხმარდებოდა ეს დაფინანსება საქართველოში, რომელიც შემოდიოდა ევროკავშირიდან, ძალიან გაუმჭვირვალეა და გაუგებარი. აქ ლაპარაკია ძალიან დიდ თანხებზე. ეს არ არის დავუშვათ, არც 10 მილიონი და არც 20 მილიონი ევრო. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ნაწილს თანხის, რაც შემოდიოდა ევროკავშირიდან, უნდა დავუმატოთ კიდევ თანხები, რომელიც საქართველოში შემოდიოდა USAID-ის გავლით, NED-ის გავლით აშშ-დან, ცალკეული საელჩოები გასცემდნენ კიდევ მიზნობრივ გრანტებს და ცალკეული ქვეყნების განვითარების სააგენტოები“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, ეს თანხები შემოდიოდა საქართველოში, რაღაც პარალელური სამყარო იყო შექმნილი ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში ეს თანხები აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იყო და საზოგადოებამ არ იცოდა, რა ტრიალებდა მის თავს.
„ამერიკული FARA რომ გამოაქვეყნებდა, იქიდან ვიგებდით ხოლმე ვთქვათ, გიული ალასანიამ რამდენი ასეული ათასი დოლარი გადაიხადა სხვადასხვა ლობისტური კომპანიისთვის, რომ საქართველოზე ემუშავათ, მათ პარტიაზე და მათ პოლიტიკურ მიმდინარეობაზე. ევროკავშირში ეს არ გვქონდა და ძალიან კარგია, რომ ფრაქციამ „პატრიოტები ევროპისათვის“, რომელიც როგორც იქნა, შეიქმნა ევროპარლამენტში, ოფიციალურად მოიპოვა ეს დოკუმენტაცია და გახადა საჯარო. აქამდე ეს არ ვიცოდით ჩვენ. ეს არის ფრაქცია, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს და უკვე დისკომფორტს უქმნის იქაური ბიუროკრატიის ისეთ დიდ მონსტრებს, როგორიც არის ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები“, – განაცხადა გიორგობიანმა.