Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მედიაში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება – რატი იონათამიშვილი

მარშალ პრესი 20/06/2022
პარალიმპიკური კომიტეტი

მედიაში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება. რაც არის მტკნარი სიცრუე და საქართველოს პარალიმპიური ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობა.”- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს

“საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არის საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ღირსეული წევრი, იცავს პარალიმპიური მოძრაობის ქარტიას და კონსტიტუციას!
ამ განცხადების უკან დგანან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალადობრივი გზით სცადეს კომიტეტის მიტაცება. კომიტეტის დამფუძნებელმა გუნდმა შესძლო პარალიმპიური კომიტეტის დაბრუნება 2012 წელს და მას შემდეგ, მოდავე მხარესთან სამი ინსტაციის სასამართლოს მოგება.
შეუძლებელია, ჩვენი მოძრაობის პროგრესის არდანახვა, როცა 3 პარასპორტმენიდან დღეს 300 პარასპორტსმენი გვყავს. ვითარდება პარალიმპიური სპორტის 20 სახეობა და ჩვენი პარალიმპიელები უმაღლესი მიღწევებით ახარებენ გულშემატკივარს. ეს პროგრესი შეუძლებელი იქნებიდა სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერის გარეშე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება!
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არავის მისცემს უფლებას ჩვენი პარასპორტსმენები და მოძრაობა საკუთარი ბინძური ინტერესებისთვის გამოიყენოს! მოვუწოდებთ, ყველა მედიას, ნუ აყვებიან ყალბ გვერდებს და ფეიკ პროპაგანდას და დაუყონებლივ წაშალონ დეზინფორმაციის შემცველი მასალა!”-აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ქუთაისმა უარი უთხრა რუსული სპეცსამსახურების დაფინანსებულ აქციას! ჯაჭვიც ვერ შეკრეს – დიმიტრი სამხარაძე (ვიდეო)
Next: ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.