Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ბათუმში ახალგაზრდებს შეხვდა

მარშალ პრესი 10/07/2025
Capture

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) რეგიონული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან მეოთხე შეხვედრა გამართა. პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ბათუმში შეხვდა.

„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან შეხვედრა გავმართეთ. რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნენელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები და ახალგაზრდებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა. აღნიშნული შეხვედრა ბათუმში გაიმართა და აღსანიშნავია რომ ბათუმის მრჩეველთა საბჭოს გარდა სამი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის განმავლობაში მათ მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო პროცესს უკავშირდება, არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების მოსაზრებების მოსმენა აღნიშნულ საკითხებზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია“- აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე, ამომრჩეველთა როლზე და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე. მან თავის გამოსვლაში ასევე დეტალურად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში 4 რეგიონული შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობდა.

 

 

Continue Reading

Previous: ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, ჩვენთანაც ანალოგიურადაა
Next: რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყანა ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025