Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტის მე-7 სამარცხვინო რეზოლუცია ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ეს ყველაფერი ახდენს საქართველოში ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას

მარშალ პრესი 10/07/2025
irakli kobakhidze

ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც SWIFT-იდან საქართველოს შესაძლო გათიშვას უკავშირდებოდა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის ევროპარლამენტის მე-7 სამარცხვინო რეზოლუცია, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა.

„ეს ყველაფერი ახდენს საქართველოში ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ევროპული კვლევების მიხედვითვე რომ არის დაკლებული დაახლოებით 20%-ით საქართველოში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა, არ უნდა უკვირდეთ, როდესაც ასეთ სამარცხვინო შანტაჟს ახორციელებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა, რა სცენარში ჩაჯდებიან – ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი
Next: ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება – არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025