Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, დღევანდელი აქცია “ნაციონალური მოძრაობის” აქციაა – კახა კალაძე

მარშალ პრესი 20/06/2022
კახა კალაძე

დღევანდელი აქცია არის “ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან.

“დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლიდან მოყოლებული ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება, ევროპის მიმართულებით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, არის ხელისუფლების გაკეთებული საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს საქართველოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა
Next: პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025