Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

მარშალ პრესი 10/07/2025
MAKA BOCHORISHVILI

ამ ხალხს [ოპოზიციას] არჩევნები არ სჭირდება, არ უნდა არანაირად. ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. დღეს ვნახე ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ „არჩევნების გზით ვერ შევცვლით ხელისუფლებას“. ანუ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. არ არის ქართული საზოგადოება მათ მხარეს და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, გზები, რომელსაც ირჩევს ოპოზიცია არ არის კონსტიტუციური.

„ეს გზები არის არაკონსტიტუციური. ეს გზები არის სწორედ არა არჩევნების გზით სიარული და სწორედ ამიტომაც ვხედავთ ჩვენ იმას, რასაც აფინანსებენ და რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. რასაც ვებრძვით იდეაში ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე და დემოკრატიულ წესებზე პირველ რიგში არჩევნებზე ვსაუბრობთ და ადამიანებს უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ არჩევნების გზით აირჩიოს ხელისუფლება. შემდგომ გამოდის ვიღაც ბიუროკრატი ან პოლიტიკოსი ქვეყნის გარედან და ამბობს იმას, რომ თურმე ეს არჩევნები არ ითვლება იმიტომ, რომ მან ვერ მიიღო ის შედეგი, რა შედეგიც მას უნდოდა, რომ დაენახა საქართველოში და არ აირჩია ქართველმა ამომრჩეველმა ის ვინც მას სურდა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით
Next: რასა იუკნევიჩიენეს სამშობლოში ციხეებში დაფიქსირებულია სისტემური ძალადობა – მისი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამება განპირობებულია სწორედ საკუთარი ქვეყნის პენიტენციური ჯოჯოხეთის ზედმიწევნით ცოდნით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.