Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება. რთულმა მდგომარეობამ გადაიარა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ექიმებს

მარშალ პრესი 09/07/2025
mixeil sarjveladze

თორნიკე რიჟვაძის რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული ქართველი ექიმების მიერ ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაიმედებელია.

„თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ოჯახის თხოვნით იგი გადაყვანილი იქნა თურქეთში, საიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება მისი ჯანმრთელობის აღდგენა. ოჯახის ეს გადაწყვეტილება, აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი. მათ სრულფასოვნად აეხსნათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ, რასაც ბუნებრივია ანგარიში გავუწიეთ. რთულმა მდგომარეობამ გადაიარა და მადლობა ქართველ ექიმებს.

ასევე, საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციისა და სწორად წარმართული მკურნალობისთვის, მადლობა იქაურ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. ოპერაცია შესანიშნავად ჩატარდა და შემდგომ მისი გადმოყვანა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, სადაც რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული. მდგომარეობაც შესაბამისად დამაიმედებელი იყო. ამანაც შექმნა შესაძლებლობა, რომ მისი გადაყვანა მომხდარიყო თურქეთში. ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირებაც პრობლემა იქნებოდა. ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კლინიკის ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

Post navigation

Previous: ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა
Next: ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.