Skip to content
10/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანა წითლიძე პარტია “ლელოს” ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

მარშალ პრესი 09/07/2025
ana citlidze tsitlidze

სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

მან „ლელო“ მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის” წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.

“ამაში ხომ იტყუებოდნენ და რომ ვიძახი, ჩემოდნით დადიოდნენ-მეთქი, იცი როგორ დადიოდნენ ჩვენს ადამიანებთან, ლიდერები ვინც გვყავს, სოფლებში? ასე ეუბნებოდნენ “ლელოს” წარმომადგენლები, რომ “ნაცები” მაინც მონაწილეობას არ იღებთ, ან ჩვენ დაგვეხმარეთ, ჩვენი კანდიდატი იყავით და ფული გვაქვს ულევი; რამდენიც გინდათ და რამდენიც დაგჭირდებათ, ამ ყველაფერში, იმდენი გექნებათ – და უკაცრავად, მოსყიდვა სხვა რა არის?” – განაცხადა ანა წითლიძემ.

Continue Reading

Previous: წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა
Next: „მაღალი შეხვედრების” ეს ფორმატი, ისევე როგორც ევრორეზოლუციების მიღება ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ნაცსექტის მაქსიმუმია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025