
გიორგი გამსახურდია საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე ფარულავას სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმიანება სოციალურ ქსელში.
გამსახურდიას თქმით, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, აღნიშნული შემადგენლობით, საქართველოსთვის პოზიტიური საქმის კეთებაზე რაიმე ფიქრიც კი, რამდენადაც თორნიკე ფარულავა რამდენიმე ადამიანთან ერთად, საზღვარგარეთ გამართულ ყველა შეხვედრაზე, აშავებდა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყნისთვის ზიანის მომტან ე.წ ოპოზიციასთან.
„ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, ამ შემადგენლობით, ქვეყნისთვის პოზიტიური საქმის კეთებაზე რაიმე ფიქრიც კი.
ეს ბატონი, თორნიკე ფარულავა, კიდევ რამოდენიმე ადამიანთან ერთად, უცხოელ პარტნიორებთან საზღვარგარეთ წარმოებულ ყველა შეხვედრაზე, აშავებდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყნისთვის ზიანის მომტან ე.წ ოპოზიციასთან. ძალიან კარგი რომ ესეთი ბიომასები ტოვებენ სამინისტროს რიგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი და მის კვალს ბევრი გაყვება.“-წერს გამსახურდია Facebook-ზე.