Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პოლიციამ 9 პირი დააკავა, რომლებსაც არასრულწლოვანზე ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს )ვიდეო)

მარშალ პრესი 08/07/2025
13

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 9 პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, დაზარალებული არასრულწლოვანი მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც კიდევ სხვა პირები დაახვედრა.

ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულებმა დაზარალებულზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

Post navigation

Previous: რაც ქართველი ხალხისთვისაა საჭირო, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ! – გიორგი ჩაკვეტაძე
Next: ევროპაში სიტყვის თავისუფლება სულ უფრო მეტ შეზღუდვებს აწყდება, რადგან მთავრობები ამკაცრებენ კანონმდებლობებს ე.წ. „აალებადი“ კონტენტის აღკვეთის მიზნით – გამოცემა “ვოლ სტრიტი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.