Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს

მარშალ პრესი 07/07/2025
Capture

წეროვნის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

ამჯერად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს. ტურნირში პირველობისთვის 6 გუნდი იბრძოდა. გამარჯვებული გუნდის წევრები, მედლებითა და მადლობის სიგელებით სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ დააჯილდოვა.

დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა კვირეულის ფარგლებში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში იასპარეზეს. მათ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოსცადეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 30 ივნისს აღნიშნავს.

 

Continue Reading

Previous: გადამდგარი ელჩი არასწორად ტირაჟირებს და მას ვერ გაუგია პასუხი, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა, როდესაც უარი უთხრა შეხვედრაზე
Next: ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი 70 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025