Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი შეგნებულად არ დათანხმდა რობინ დანიგანთან შეხვედრას, რადგან ის იყო სანქცირებული და არ სურდა მასთან სანქციების თემით ვაჭრობა მომხდარიყო, არ სურდა რაიმე ნაბიჯი პირადი ინტერესის გამო გადაედგა, რადგან მისთვის ამოსავალ წერტილს სამშობლო წარმოადგენს

მარშალ პრესი 07/07/2025
davit chikhelidze

„თითქმის გაუქმებული რადიო თავისუფლება, თითქმის კარიერა დამთავრებული რობინ დანიგანის ინტერვიუს ავრცელებს. დღევანდელი მოცემულობით, აშშ-iს ყოფილი ელჩის ინტერვიუ არასაჭირო და უინტერესოა, მაგრამ რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათი ძირითადი საქმიანობა, არა ჟურნალისტიკა, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება და ხალხზე ზემოქმედება არის. როგორც ელჩი ამბობს, ის ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებზე წინ, საკუთარ ინტერესებს აყენებს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი შეგნებულად არ დათანხმდა ელჩთან შეხვედრას, რადგან ის იყო სანქცირებული და არ სურდა მასთან სანქციების თემით ვაჭრობა მომხდარიყო და არ სურდა, რაიმე ნაბიჯი პირადი ინტერესის გამო გადაედგა, რადგან მისთვის ამოსავალ წერტილს სამშობლო წარმოადგენს. „თითქმის გაუქმებული რადიო თავისუფლება, თითქმის კარიერა დამთავრებული რობინ დანიგანის ინტერვიუს ავრცელებს.

დღევანდელი მოცემულობით, აშშ-ის ყოფილი ელჩის ინტერვიუ არასაჭირო და უინტერესოა, მაგრამ რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათი ძირითადი საქმიანობა, არა ჟურნალისტიკა არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება და ხალხზე ზემოქმედება არის. როგორც ელჩი ამბობს, ის ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებზე წინ, საკუთარ ინტერესებს აყენებს. უღირსი, უსამშობლო და პატარა ადამიანი, სხვა ადამიანის სიდიადეს და სამშობლოს სიყვარულს ვერასდროს გაიგებს. სხვა რომ შეაფასო შენ რაიმეს უნდა წარმოადგენდა. დიდი ადამიანის ცნობა მხოლოდ დიდ ადამიანს შეუძლია! რეალურად რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა? ის შეგნებულად არ დათანხმდა ელჩთან შეხვედრას, რადგან ის იყო სანქცირებული და არ სურდა მასთან სანქციების თემით ვაჭრობა მომხდარიყო, მას არ სურდა რაიმე ნაბიჯი პირადი ინტერესის გამო გადაედგა, რადგან მისთვის ამოსავალ წერტილს სამშობლო წარმოადგენს! ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ინტერესებზე წინ სამშობლოს ინტერესები დააყენა, რაც რა თქმა უნდა გაუგებარია ელჩი დანიგანისთვის, რადგან მან, როგორც აგენტმა არ იცის სამშობლოს მნიშვნელობა და სამშობლოსთან ემოციური კავშირი არ აქვს.“ – წერს ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი არის სანქცირებული ამერიკის წინა ხელისუფლების მხრიდან და ბუნებრივია, ნებისმიერ საუბარში, ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა სანამ ეს არასამართლიანი სანქციები ძალაშია, იქნებოდა პირდაპირ შანტაჟის მცდელობა და ერთმანეთში შეზელა, ასე ვთქვათ, პირადი და სახელმწიფო ურთიერთობების.
Next: აწ უკვე ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს, ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ან მის მიერ წერილის შინაარსის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და თუ ასეა, უმჯობესი იქნება, ახალი თარჯიმანი დაიქირავოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025