Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დანიგანს ან უჭირს ნათქვამის გაგება, ან მიზანმიმართულად ამბობს იმას, რასაც აჟღერებს, სირცხვილია ბიძინა ივანიშვილს დააბრალო საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა

მარშალ პრესი 07/07/2025
nino pochkhua

პენსიაში გასული ამერიკის ელჩის ბოლო გაფართხალებას ჰგავს მისი განცხადება, რომელიც რადიო “თავისუფლებამ” გამოაქვეყნა. ეს ის მედიაა, რომელიც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პროპაგანდის იარაღად გამოაცხადა და უნდობლობა გამოუცხადა,  – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის ყოფილ ელჩ რობინ დანიგანთან დაკავშირებით. იგი სიცრუეზე დაფუძნებულს უწოდებს ყოფილი ელჩის ინტერვიუს “რადიო თავისუფლებასთან” და ყურადღებას დანიგანის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სირცხვილია, ბიძინა ივანიშვილს დააბრალო საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და აღნიშნავს, რომ დანიგანი ან მიზანმიმართულად ამბობს სიცრუეს, ან არაპროფესიონალი თარჯიმანი ჰყავს.

“პენსიაში გასული ამერიკის ელჩის ბოლო გაფართხალებას ჰგავს მისი განცხადება, რომელიც “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა. ეს ის მედიაა, რომელიც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პროპაგანდის იარაღად გამოაცხადა და უნდობლობა გამოუცხადა. ამ ინტერვიუდან, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, მხოლოდ ერთ ეპიზოდს შევეხები და რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება. ქალბატონი ელჩი ადანაშაულებს ივანიშვილს, რომ თითქოს ის საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და მოჰყავს ციტატა ივანიშვილის მიერ ნათქვამი, სადაც იგი ამბობს, რომ სანქცირების პირობებში აზრი არ აქვს შეხვედრას, რომელიც ელჩმა შესთავაზა. დანიგანს ან უჭირს ნათქვამის გაგება ან მშვენივრად იგებს, მაგრამ მიზანმიმართულად ამბობს იმას, რასაც აჟღერებს ან თარჯიმანი ჰყავს არაპროფესიონალი და ვურჩევ გამოცვალოს. სირცხვილია ბიძინა ივანიშვილს დააბრალო საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა. გადახედონ მის ბიოგრაფიას და ის გასცემს პასუხს ყველა დაინტერესებულ პირს.” – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი, ეს დანიგანმა ვერ, თუ არ გაიგო, დავაბრალოთ თარჯიმანს?! შეხვედარზე უარი ითქვა იმის გამო, რომ ვინმეს იმის განცდა არ გასჩენოდა, სანქციების ქვეშ მყოფი ბატონი ივანიშვილი თავის ინტერესებს ქვეყნისაზე უფრო წინ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დაამტკიცა საპირისპირო
Next: ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი არის სანქცირებული ამერიკის წინა ხელისუფლების მხრიდან და ბუნებრივია, ნებისმიერ საუბარში, ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა სანამ ეს არასამართლიანი სანქციები ძალაშია, იქნებოდა პირდაპირ შანტაჟის მცდელობა და ერთმანეთში შეზელა, ასე ვთქვათ, პირადი და სახელმწიფო ურთიერთობების.

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025