Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დანიგანი, ისევე როგორც “დიფ სტეიტის” დავალებების აქაური უსიტყვო შემსრულებლები, პროცესებს განსაზღვრავენ არა ფაქტებით, არამედ საკუთარი აღქმებით

მარშალ პრესი 07/07/2025
EDISHER

თანამდებობიდან გადამდგარ-გაპენსიონერებული “დიფ სტეიტელი” პატივცემული აშშ-ის ელჩი, სამშობლოში წასვლის წინ ცდილობს კარების გაჯახუნებას და ამ მიზნით, სიცრუის ტირაჟირებას მიჰყო ხელი,  – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის გადამდგარი ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუს “რადიო თავისუფლებასთან”, სადაც მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. გვენეტაძის შეფასებით, ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი, პიროვნული ინტერესის იგნორირების ხარჯზე, საქართველოს უანგაროდ ემსახურება, რასაც არაერთი ფაქტი ადასტურებს, თუმცა, რობინ დანიგანი არა ფაქტებით, არამედ აღქმებით განსაზღვრავს პროცესებს, ისევე როგორც “დიფ სთეითის” დავალებების აქაური შემსრულებლები.

“თანამდებობიდან გადამდგარ-გაპენსიონერებული “დიფ სტეიტელი” პატივცემული აშშ-ის ელჩი, სამშობლოში წასვლის წინ ცდილობს კარების გაჯახუნებას და ამ მიზნით, სიცრუის ტირაჟირებას მიჰყო ხელი. კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა: “ადამიანი მოთმინებიდან, რომ გამოიყვანო უნდა დააბრალო ის, რის წინააღმდეგ თავად იბრძვისო”. სწორედ ამ პრინციპზე არის დაყრდნობილი ამ ქალბატონის ქმედებები, როდესაც აღნიშნავს: ივანიშვილი პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებსო.

არადა საამქვეყნოდაა ცნობილი, რომ ბატონი ივანიშვილის მთელი მოღვაწეობა მიმართული იყო და მიმართულია საკუთარის, პიროვნულის იგნორირების ხარჯზე საქართველოს უანგარო მსახურებისათვის. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტის მოყვანა შეიძლება. თუნდაც ქვეყნის გამანადგურებელ ომში ჩართვის აცილების სანაცვლოდ საკუთარი ოჯახის და ფინანსების უდიდესი საფრთხის წინაშე დაყენება. თუმცა ქალბატონი დანიგანი, ისევე, როგორც მისი აქაური “დიფ სტეიტის” დავალებების უსიტყვო შემსრულებლები პროცესებს განსაზღვრავენ არა ფაქტებით, არამედ საკუთარი აღქმებით. რაც კიდევაც საკუთარი პირით საჯაროდ დაადასტურა პატივცემული ელჩის გამორჩეულმა და სათაყვანო პიროვნებამ, ამჟამად კი უკვე მეორედ მსჯავრდებულმა გვარამიამ. თუმცა არაფერია. ვინაიდან აქ ამ ქვეყანაში გენიოსის მიერაა მთიდან ამოძახილი: “ცუდას რად უნდა მტრობას კარგია მუდამ მტრიანიო”. ამიტომაც “ისე, როგორც არასდროს, არც ამჟამად – “სანთელ-საკმეველი, თავის გზას არ დაკარგავს”,” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი, ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის – ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძეზე
Next: კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა, არც ერთხელ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025