Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არაფერ კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არ არის – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე

მარშალ პრესი 07/07/2025
shalva papuashvili

უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება რა თქმა უნდა მოქმედებს. უკრაინას ისიც ეყოფა, როგორც მისი პოლიტიკური ელიტა მტრობს ქართველ ხალხს. ის, რომ მისი მოქალაქე აქ, არჩევნებში ჩართული იყოს, რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია. რაც შეეხება მის პარტიას, განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა მონაწილეობის მიღება თუ არა. არაფერ კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არ არის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა – შეეხება თუ არა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილსაც.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი და ის მიხეილ სააკაშვილთან არაფერ კავშირშია.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეა და მას ქართულ არჩევნებში არა თუ მონაწილეობის, არამედ საუბრის კანონიერი უფლებაც კი არ აქვს.

„პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი თუ რატომ არის ეს შეთავაზება გაკეთებული. იმისთვის, რომ არის მცდელობა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით, რომ მოხდეს საბოტაჟი არჩევნების. ხედავთ, რომ „ლელომ“ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და შემდეგ, რომ არ იყოს ამ საბაბით საუბარი, რომ თითქოს არ ჰქონდა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება ლიდერებს არ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ. სწორედ ამიტომ არის ეს შეთავაზება, რომ თუ არის სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, პრეზიდენტი მზად არის შეიწყალოს ისინი, რომ ჰქონდეთ სრულფასოვნად საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე. მას არა თუ ჩართვის, საერთოდ ჩვენს არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობაც წესით არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში.

განცხადება არის მკაფიო. შეეხება იმ რამდენიმე პოლიტიკოსს, რომელმაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, იცოდნენ რა სასჯელიც ემუქრებოდათ და მიიღეს ის სასჯელი უფრო მსუბუქი სხვათა შორის. ერთ წლამდეა პატიმრობა და ნახეთ, რომ 7-8 თვე შეუფარდა სასამართლომ. მათთვის არის შეთავაზება გაკეთებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიხეილ ყავლეაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს სთავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.

Continue Reading

Previous: პროპაგანდისტული მედიის, „რადიო თავისუფლების“ მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ
Next: ლევან მახაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025