Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტო რო ეს ქვეყანა რუსეთში არ წასულიყო

მარშალ პრესი 07/07/2025
eka xerxeulidze2

მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტო რო ეს ქვეყანა რუსეთში არ წასულიყო,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ გადაცემაში “პოზიცია-LIVE” განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით, ყველა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და როგორი ვაჟკაცები არიან ისინი, ხოლო ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა აირჩია ჯოჯოხეთური გზა, სამი დღე და ღამე იმგზავრა ტრაილერში ჩაკეტილმა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად და ისე წავიდა ციხეში. “კიდევ გეუბნები, ის არ არის ჩემი ოჯახის წევრი, მე მინდა სწორი შეფასება, იმიტომ რომ გამოსავალი მალე ვიპოვო, ამ ქვეყანამ იპოვოს მალე. მ

იშა სააკაშვილი, ჯერ ეს ერთი არ არის ადამიანი, რომელთანაც ისე ახლოს იქნები, მეგობრული თვალსაზრისით გეუბნები, საჭირბოროტო, საყოველთაო საკითხებს შენს სასარგებლოდ გადაწყვეტს. არ აინტერესებს ამ ადამიანს, მასში ეს ხიბლი არ არის. მას ჰყავს საქმის პარტნიორები ქვეყნის შენების გზაზე, აკეთებს საქმეს ხარ მისი მოკავშირე, ხარ მისი მეგობარი. დაუშავებ ამ საქმეს რამეს, საერთოდ დაავიწყდება ოდესმე თუ გიცნობდა.

თუ ვინმე მიხეილ სააკაშვილს იცნობს, მისი ფსიქოტიპი არის ასეთი. ამიტომ, მე რამე პერსონალური არ გამაჩნია, კიდევ გეუბნებით, ყველა აღნიშნავს, რომ: “ეს ადამიანები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და რა ვაჟკაცები არიან”. იმან [მიხეილ სააკაშვილმა] რა გზა გამოიარა?! – ტრაილერში ჩაკეტილი სამი დღე და ღამე. ტრაილერით შემოვიდა ყოფილი პრეზიდენტი, როდესაც წამოვიდა იყო იმ დიდი ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი. აირჩია ეს ჯოჯოხეთური გზა, შემოვიდა ქვეყანაში და რა იყო ეს ქვეყანა, ან უშველიდა ამ ქვეყანას და გადაარჩენდა გარუსებისგან, ან მოხვდებოდა ციხეში, ან მოკლავდნენ. მოხვდა ციხეში, საკუთარი ნებით გაიარა ეს გზა, ესეც კი გვემეტევა ვთქვათ, რომ თითქოს ექსტრადირება მოხდა მიხეილ სააკაშვილის ამ ხელისუფლებას გადმოსცა თითქოს რომელიმე ქვეყანამ”,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

Post navigation

Previous: თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა – მის ჯიბეში წერილი ნახეს
Next: საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობასთან დაკავშირებით, ცესკო განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.