Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

მარშალ პრესი 05/07/2025
maia bitadze

ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რომ რეზოლუციაში შეტანილი ყოფილიყო მოთხოვნა სირიის ხელისუფლებისადმი, რომ მათ გაეწვიათ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ეს საკითხი დაინიცირდა ნიკოლოზ სამხარაძის მიერ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.

„ჯო უილსონს ხომ ძალიან უყვარს საქართველო – ის მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი ოკუპაციის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით, ეს საკითხი დაინიცირდა და ჩაიწერა რეზოლუციაში, რომ ეუთო მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, გაიწვიოს აღიარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის. ამ ჩანაწერს ჩვენ საკომიტეტო მოსმენაზე დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ იქ პროცედურულად თითოეულ შესწორებას ცალკე უყრიან კენჭს, თუმცა სესიაზე, სადაც ასევე ცალკე უყარეს კენჭი ჯო უილსონის ინიციატივას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, ორივე ჩანაწერის ერთ დოკუმენტში გაჩენის დროს, პლენარულ სესიაზე ბუნებრივია ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღეთ“, – განაცხადა ბითაძემ.

Continue Reading

Previous: ნინო ლომჯარია ოპოზიციას მიმართავს
Next: სანამ ამ სტანდარტებს არ მოეშვებით, იქამდე იქნებით ყელამდე ნეხვში – ელისო კილაძე ოპოზიციას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025