Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს

მარშალ პრესი 05/07/2025
zurab chkhaidze

ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე მისი შვილის დაკავების გარემოებებზე და დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს.

„არსებულ სიტუაციაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ სიმართლე არ დაიკარგოს იმ აბსურდულ ბრალდებებსა და დაუსაბუთებელ სპეკულაციებში, რასაც ბოლო დღეებში კონკრეტული ჟურნალისტებისგან ვისმენ. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ნამდვილად დააკავეს, შენახვის უფლებით ოფიციალურად გაფორმებული იარაღის, ხაზს ვუსვამ, გაფორმებული იარაღის ერთი სახლიდან მეორეში – აგარაკზე უნებართვოდ გადატანის გამო. ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, მაგრამ ერთ-ერთი მსუბუქი კატეგორიის.

მიუხედავად ამისა, პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

სასამართლომ, ყველა არსებითი გარემოების გათვალისწინებით – ნასამართლობის არქონა, პიროვნული მახასიათებლები, მუდმივი სამსახური ევროპაში და სხვა – საპატიმრო გირაო შეუფარდა (მაქსიმალურად მაღალი ოდენობით). პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ფონზე მელაძის ჟურნალისტები სვამენ აბსურდულ კითხვებს – „როგორ დაალაგე საქმე სასამართლოში?“ – ამ დროისთვისაც, ჩემი შვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. და არც ის ვიცი, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.

ჩემს ოჯახს ნამდვილად დიდი სანერვიულო შეხვდა, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. და როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – იქნება ის ჟურნალისტი თუ სხვა პროფესიის ადამიანი. არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები და განზრახ გავრცელებული დეზინფორმაცია, თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს”, – წერს ზურაბ ჩხაიძე.

Continue Reading

Previous: “ლელო”-მ გვიღალატა – ნანუკა ჟორჟოლიანი
Next: “BlackRock”-მა პროექტ “უკრაინას” – “წითელი ბარათი” ამოუღო. კიევის დაფინანსების თემა უკვე ტოქსიკურ თემად იქცა აშშ-სთვის, ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025