Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალურ ოპოზიციას აღარანაირი რეიტინგი აღარ გააჩნია, მათ ერთგვარი ხრიკი მოიფიქრეს იმისათვის, რომ ამომრჩევლის წინაშე თავი გაემართლებინათ

მარშალ პრესი 05/07/2025
giorgi sosiashvili

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების მიმართ, შეწყალებასა და მათი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს გაუჩნდათ თვითპატიმრობის მიზნები, რითაც გაამართლებდნენ საკუთარი რეიტინგის არ არსებობას ქართულ პოლიტიკაში. „სპეკულაციას ბოლო არ უჩანდა როგორც რადიკალთა წრეებში, ასევე მათი პატრონების მხრიდან, იმ გარე ძალებს ვგულისხმობ თითქოს, პოლიტიკური დევნა განხორციელდა მათი, განულებული რადიკალების, რა პოლიტიკურ დევნაზე შეიძლება იყოს საუბარი.

უბრალოდ, ერთგვარი მანიპულაციის საგნად რჩებოდა და მე ვფიქრობ, რომ მათ ერთგვარი ხრიკი მოიფიქრეს იმისათვის, რომ ამომრჩევლის წინაშე ერთგვარად თავი გაემართლებინათ, რომ მათ აღარანაირი რეიტინგი აღარ გააჩნიათ, რაღაცა თვითპატიმრობის მიზნები გაუჩნდათ, შესაბამისად პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება და შეთავაზება, ძალიან ნათლად გამოაჩენს ამ რადიკალთა მიზნებს“,-განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Continue Reading

Previous: პატრონებმა იციან, რომ „ნაცმოძრაობა“, „გვარამიები“ დამთავრებულები არიან, 5 ნომერს და მათ განაყოფს არასდროს შემოხაზავს ქართული საზოგადოება
Next: თუ უარს იტყვიან პრეზიდენტის შეთავაზებაზე, ეს იქნება კიდევ ერთხელ დასტური, რომ იმდენად უსუსურები არიან, არჩევნებზე სამარცხვინოდ წაგებას, არჩიეს ციხისთვის შეეფარებინათ თავი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025