Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვზე: მას ჩვენი ქვეყანა იმ “ვირტუალურ საქართველოში” შეეშალა, რომლის ძირითადი შემოქმედი პირნი დღეს პენიტენციურ სისტემაში იმყოფებიან

მარშალ პრესი 05/07/2025
DAVID KARTVELISHVILI

პარტია ” ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების საკვებით მომარაგებისას, ფასი საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ყალიბდებოდა, რაც
მომწოდებლებს საშუალებას აძლევდა ფასთა სხვადასხვაობით ესარგებლათ მისი “გაბერვის” მიზნით”- განმარტავს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ რეზნიკოვისთვის საქართველოს მაგალითი ვერ გახდა შთაგონების წყარო.

„ვიმედოვნებ, ჩვენ საქართველოს ცივილიზებულ სამყაროს დავუბრუნებთ… საქართველო
მრავალი წლის განმავლობაში იყო უკრაინის შთაგონების წყარო და
პოსტსაბჭოთა სივრცეში მმართველობის სრულიად ახალი სტილის შექმნას ახდენდა.“ – ნაწყვეტი უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ალექსი რეზნიკოვის ინტერვიუდან, მიცემული 2025 წლის 5 ივნისს…

გავიდა სულ რაღაც ერთი თვე და დღეს უკვე თავად რეზნიკოვის დაბრუნება ცივილიზებულ
სამყაროში ძალზე პრობლემატური ჩანს. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მოვლენები დაკავშირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 2022-2023 წლებში საკვების შესყიდვის საქმესთან (ალექსეი რეზნიკოვი წინასწარ არ იყო ინფორმირებული მომავალი ჩხრეკის შესახებ).

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქმედებების დროს მისი მობილური ტელეფონი და არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამოიღეს. გამოძიების წინასწარ სტადიაზევე დადგინდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკვებით მომარაგებისას, ფასი საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ყალიბდებოდა, რაც მომწოდებლებს საშუალებას აძლევდა ფასთა სხვადასხვაობით ესარგებლათ მისი “გაბერვის” მიზნით. მაგალითად, ქათმის კვერცხის შესყიდვის ფასად 17 გრივნა იყო მითითებული, მაშინ როდესაც მისი საბაზრო ღირებულება 7 გრივნა იყო.

სამწუხაროდ, ვერ გახდა რეალური საქართველო რეზნიკოვისთვის “შთაგონების წყარო” – მას ჩვენი ქვეყანა იმ “ვირტუალურ საქართველოში” შეეშალა, რომლის ძირითადი შემოქმედი პირნი დღეს იმ პენიტენციურ სისტემაში იმყოფებიან, რომლის კარი დღეს თვით რეზნიკოვისთვისაც ნახევრად გაიღო…”-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: გარე უფროსები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფსონს ვეღარ დებენ, აქედან გამომდინარე, სურთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ გამიჯნონ „ლელოსგან“ და გახარიას პარტიისგან
Next: დაინახეს რა, გარე პატრონებმა, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი შანსი არ ჰქონდა, პირიქით აღიზიანებდა საზოგადოებას მათი საარჩევნო ნომერი, მათი ბანდის წიაღიდან აღმოცენებული ე.წ პარტია „ახალი“, გადაწყვიტეს, შეექმნათ ილუზია საზოგადოებაში, რომ ეს არის ახალი პოლიტიკური ძალა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025