Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ

მარშალ პრესი 05/07/2025
022

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით ესტუმრნენ იმ წვევამდელთა ოჯახებს, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ. სამხედროებმა წვევამდელების მშობლებს თავდაცვის უწყებისგან მადლობის წერილები გადასცეს. ამ ეტაპზე, წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით ნებაყოფლობით მსახურობენ.

თავდაცვის ახალი კოდექსით, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. მოქალაქეებს საშუალება აქვთ სამხედრო სამსახურში 6, 8 ან 11-თვიანი ვადით იმსახურონ. თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე, ქვედანაყოფებში ჩარიცხულთა უმეტესობა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელები არიან. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით დარეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სახელფასო ანაზღაურება 30%-იანი დანამატით არის გათვალისწინებული.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტის შეთავაზება შეწყალებასთან დაკავშირებით მარტივი ტესტია, რომელსაც რადიკალები ვერ ჩააბარებენ
Next: გარე უფროსები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფსონს ვეღარ დებენ, აქედან გამომდინარე, სურთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ გამიჯნონ „ლელოსგან“ და გახარიას პარტიისგან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025