Skip to content
05/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციაში მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თუ თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?

მარშალ პრესი 04/07/2025
tengiz sharmanashvili

ოპოზიციას არავინ ევაჭრება, მათ გზა შესთავაზეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შარმანაშვილი „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება უარი განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილს არალეგიტიმური უწოდა და აღნიშნა, რომ „რუსულ რეჟიმთან” ვაჭრობაში არ შევლენ.

„არავინ ევაჭრება, გზა შესთავაზეს. ამ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თუ თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?” – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
Next: პრემიერთან შეხვედრაზე ბევრი ახალი ინიციატივა გაჩნდა, მიხარია, რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია, ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025