Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უსამშობლო და თანაც ცალტვინა როცა ხარ, გინდ „ნეტგაზეთში“ ყოფილხარ, გინდ „გლავკანალში“ და გინდ „ტვ პირველში“, გრანტმადიდებელი ანტიქართველი ხარ უსინდისობის მაჩვენებლით

მარშალ პრესი 04/07/2025
gia abashidze

ევროგრანტზე დამოკიდებულმა მზია ამაღლობელის, ექსტრემიზმის მეხოტბე „ნეტგაზეთმა/ბათუმელებმა“ მორიგი სიყალბე გაავრცელა თითქოს თბილისმა უილსონის რეზოლუციას დაუჭირა მხარი მოძალადე ნაცაქტივისტების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, რაც სამარცხვინო სიყალბეა, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, ქართულმა მხარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მავნებელმა ნაცპროპაგანდისტებმა ამ ტყუილით იმის გადაფარვა სცადეს, რასაც თბილისმა მიაღწია და ეუთოს ერთ-ერთ მოთხოვნაში ჩაიწერა, რომ სირიამ უნდა გაიწვიოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება.

„ევროგრანტზე დამოკიდებულმა მზია ამაღლობელის, ექსტრემიზმის მეხოტბე “ნეტგაზეთმა/ბათუმელებმა” მორიგი სიყალბე გაავრცელა თითქოს თბილისმა უილსონის რეზოლუციას დაუჭირა მხარი მოძალადე ნაცაქტივისტების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, რაც სამარცხვინო სიყალბეა!

საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აპროტესტებდა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ რეზოლუციაში შეტანილ ამ ცვლილებებს და შესაბამისად, მთლიან რეზოლუციასაც აღარ დაუჭირა მხარი.

სამარცხვინო “ნეტგაზეთის”, “მთავარი არხის” და სხვა ნაცპარაზიტების მსგავსი დეზინფორმაცია ასალაგმია დასავლური სტანდარტების რეგულაციებით.

მავნებელმა ნაცპროპაგანდისტებმა ამ ტყუილით იმის გადაფარვა სცადეს, რასაც თბილისმა მიაღწია და ეუთოს ერთ-ერთ მოთხოვნაში ჩაიწერა, რომ სირიამ უნდა გაიწვიოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება.

თუმცა, უსამშობლო და თანაც ცალტვინა როცა ხარ, გინდ “ნეტგაზეთში” ყოფილხარ, გინდ “გლავკანალში” და გინდ “ტვ პირველში”, გრანტმადიდებელი ანტიქართველი ხარ უსინდისობის მაღალი მაჩვენებლით“, – წერს აბაშიძე.

Continue Reading

Previous: ეუთო/ოდირი ხომ უნდოდათ? აი, ეუთო, ეუთოს გენერალური მდივანი და მისი განცხადება, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის სამუშაოები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025