Skip to content
05/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იმ ქვეყანაში, რომელშიც ბალადა ვეფხვისა და მოყმის შესახებ შეიქმნა, იმით სპეკულაცია, თუ რატომ გამოიხატა რომელიმე ქვეყნის დაღუპულების მიმართ სამძიმარი, სირცხვილია

მარშალ პრესი 04/07/2025
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი გამოთქვა და ირანის მიმართ კი სოლიდარობა გამოხატა, რასთან დაკავშირებითაც, ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოხატა.

ეკა სეფაშვილის თქმით, იმ ქვეყანაში, რომელშიც ბალადა ვეფხვისა და მოყმის შესახებ შეიქმნა, ამ თემით სპეკულაცია სირცხვილია.

„ის, რომ ირანის საელჩომ [ისრაელთან სამხედრო დაპირისპირებისას] დაღუპულების ხსოვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია და ასე მოხვდა [ქართული მხარის] ჩანაწერი [საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში], ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოუცხადა თანადგომა დაღუპულების გამო. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ისრაელის საელჩოსაც რომ გაეკეთებინა მსგავსი ტიპის ღონისძიება, რა თქმა უნდა, იქაური დაღუპულების მიმართ იგივენაირი თანადგომისა და თანაზიარობის განცდა გვექნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, ყველა ადამიანის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი და მსხვერპლი თანაგრძნობის საბაბია.

გავიხსენებ იმასაც, რომ საქართველო არის ერი, რომელმაც შექმნა ბალადა ვეფხვისა და მოყმის შესახებ. ასეთი ნაწარმოების შემქმნელი ერის წიაღში იმაზე სპეკუკლაცია, რომ ამა თუ იმ ადამიანს დაღუპულების გამო თანაგრძნობა რატომ გამოვუცხადეთ, ვფიქრობ, ძალიან დიდი სირცხვილია და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: სამარცხვინო სიცრუეა და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის საჭირო, არსებობდეს კანონი ცილისწამების შესახებ – მაია ბითაძე
Next: ეუთო/ოდირი ხომ უნდოდათ? აი, ეუთო, ეუთოს გენერალური მდივანი და მისი განცხადება, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025