Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი

მარშალ პრესი 04/07/2025
irakli kobakhidze

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი – ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ საკითხზე განსაკუთრებული ღრმა ანალიზის გაკეთება საერთოდ არ ღირს.

„მას აქვს თავისი გზა, ეს არის ქვეყნიდან წასვლის გზა, თუ არჩევნებში მონაწილეობის გზა, ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის ყველა აბსოლუტურად ერთია – გახარია, ხაზარაძე, გვარამია, ნაცმოძრაბა, ყველა აბსოლუტურად ერთია. ყველა იმართება ერთი ხელიდან და ყველა არის უცხოელი აგენტი. დანარჩენი არის ელემენტარული ტაქტიკური თემები, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული საკითხი ის, რომ ეს აგენტურა ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, გაიმარჯვა დამოუკიდებელმა, სუვერენულმა ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში და სწორედ ამ პრინციპებით გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება – დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი, ნურავინ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ
Next: სამარცხვინო სიცრუეა და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის საჭირო, არსებობდეს კანონი ცილისწამების შესახებ – მაია ბითაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.