Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას – ეუთოს გენმდივანი

მარშალ პრესი 02/07/2025
feridun

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40 პროცენტიანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე ამას, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ომში მყოფი ქვეყანა, როგორც ტექნიკურად ისე სამართლებრივად. ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. როდესაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ, ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, – განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეუთოს გენმდივანმა, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში 61 მანდატით არის წარმოდგენილი და ბოიკოტს უცხადებს მას, ამით უსამართლოდ ეპყრობა იმ ხალხს, ვინც ისინი აირჩია.

„რაც შეეხება არჩევნებს, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირმა დაწერა ანგარიში, რომელშიც ცალსახად წერია, რომ არჩევნების შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ, პარლამენტის 40 პროცენტზე მეტი ოპოზიციითაა წარმოდგენილი, თუმცა, ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატავად, თუმცა, ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო-პარლამენტი. გქონდეს 40 პროცენტიანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე ამას, ეს ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ეუთოს გენმდივანმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა
Next: მშვიდობით, იარაღო! – დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.