Skip to content
03/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისიდან 40-50 კილომეტრში განლაგებულია რუსული სამხედრო დანაყოფები და მზად არიან ნებისმიერ დროს დაქოქონ ჯავშანტექნიკა, როსტოვის სამხედრო აეროდრომიდან ააფრინონ თვითმფრინავები და გააკეთონ ის, რაც 2008 წელს

მარშალ პრესი 02/07/2025
tea tsulukiani1

მილიონი კვადრატული მეტრი, დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ [ჩორჩანაში] საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო – არის თუ არა ასე? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომაზე დისტანციურად ერთვება.

წულუკიანის განმარტებით,  გახარიამ ჯერ თქვა, რომ აღნიშნული ტერიტორია ისედაც არ კონტროლდებოდა ქართული მხარის მიერ, ხოლო ორი წუთის წინ ეს განცხადება გადათქვა და აღნიშნა, რომ კონტროლდებოდა, თუმცა, მზადდებოდა ისე, რომ ვეღარ გაკონტროლებულიყო. „თქვენ ამაზე თავიდან მიპასუხეთ რომ ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშო და წამიკითხეთ სამი დოკუმენტის სათაური, ამით დასტურდებაო და შემდეგ, მე რომ გაგაწყვეტინეთ და გითხარით, ამის საპირისპირო გაქვთ ნათქვამი-მეთქი, მერე გადათქვით, ორი წუთის წინ და იძახით, კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტროლებინაო. რა იყო რეალობა, კონტროლდებოდა ეს ტერიტორია ჩვენ მიერ თუ არ კონტროლდებოდა?“ – მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას. გახარიამ ამ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა“. „ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ  უცხო, მოწინააღმდეგე მხარე, ოკუპირებული მხრიდან ამ ტერიტორიაზე ვერ გადმოდიოდა, როდესაც სრულად ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ წულუკიანის შეკითხვის პასუხად, თუ რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი.

Continue Reading

Previous: დღემდე თვლით, რომ სწორია, როგორც ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს? – თეა წულუკიანი გიორგი გახარიას
Next: საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025