Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

400 ჭურვიდან, ალბათ 60 დავხარჯეთ, ისიც იმისთვის, რომ იმიტაცია შეგვექმნა, მთლად რომ არ გვესროლა, კატასტროფა იქნებოდა ჩვენთვის, რადგან კაციჭამიები გველოდებოდნენ უკან

მარშალ პრესი 02/07/2025
imeda maisuradze1

რეზულტატი რომ ვერ მიიღეს, იმ წამსვე დაგვტვირთეს და გამოგვიშვეს უკან, ჭურვებით აღგვჭურვეს თავიდან, მაგრამ, ამ ჯერზე გაგვიშვეს ორი ვერტმფრენი და არა ხუთი. მეორედაც იგივე რეზულტატი მიიღეს, მეორედ აღარ ვისროლეთ საერთოდ, იმიტომ, რომ ხალხი დარბოდა სოფელში და იქნევდნენ ზეწრებს, არ გვესროლოთო, – ამის შესახებ მფრინავმა იმედა მაისურაძემ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2006 წლის ივლისში, ემზარ და ნორა კვიციანების სახლის დაბომბვის თაობაზე, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიღებულ დავალებაზე ისაუბრა.

მაისურაძის განცხადებით, პირველი გაფრენის შემდეგ, როდესაც მფრინავებმა მოსახლეობით სავსე სოფლის დაბომბვის ნაცვლად, ცარიელი ადგილი იმიტაციისთვის დაბომბეს, ისინი კვლავ გაგზავნეს სოფლის დასაბომბად, ამჯერად კი მათ ჭურვების გაშვებაზე საერთოდ უარი განაცხადეს.

„100 პროცენტით დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსახლეობა [კოდორის სოფლიდან] არ იყო ევაკუირებული და შესაბამისად, მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე. მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და სათქმელად, საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“.

ეტყობა პირდაპირ გადმოსცემდნენ და სენაკში უკან რომ დავბრუნდით, უკვე იცოდნენ, რომ ის მიზანი, რაც ჰქონდათ არ იყო შესრულებული – არც სახლები განადგურებულა და არც არავინ მომკვდარა, რაც ალბათ უნდოდათ. რეზულტატი რომ ვერ მიიღეს, იმ წამსვე დაგვტვირთეს და გამოგვიშვეს უკან, ჭურვებით აღგვჭურვეს თავიდან, მაგრამ, ამ ჯერზე გაგვიშვეს ორი ვერტმფრენი და არა ხუთი. მეორედაც იგივე რეზულტატი მიიღეს, მეორედ აღარ ვისროლეთ საერთოდ, იმიტომ, რომ ხალხი დარბოდა სოფელში და იქნევდნენ ზეწრებს, არ გვესროლოთო. [ჯარი და პოლიცია] იქ იყვნენ უკვე, სოფელში.

400 ჭურვიდან, ალბათ 60 ცალი ჭურვი დავხარჯეთ, ისიც იმისთვის, რომ იმიტაცია შეგვექმნა, მთლად რომ არ გვესროლა, ეს კატასტროფა იქნებოდა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან კაციჭამიები გველოდებოდნენ უკან,“ – განაცხადა იმედა მაისურაძემ.

Post navigation

Previous: მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული, შესაბამისად, მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე, მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“
Next: მფრინავი იმედა მაისურაძე კოდორის მოვლენებზე: სამხედრო პოლიციამ დამაკავა, დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო – 10 დღეში გამათავისუფლეს, თავდაცვაში დავრჩი, საბრძოლო ვერტმფრენით გადმოვფრინდი თბილისში, თუ ასეთი საშიში ვიყავი საბრძოლო ვერტმფრენი ისევ როგორ მანდეს?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.