Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი – ჯერ მელანი არ იყო შემშრალი დოკუმენტზე, როდესაც ვნახეთ ოპოზიციის სრულიად ამაზრზენი აქცია, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ორუელის 1984-ის ფაბულაში

მარშალ პრესი 19/06/2022
გიორგი ხელაშვილი

ჯერ მელანი არ იყო შემშრალი დოკუმენტზე, როდესაც ვნახეთ ოპოზიციის სრულიად ამაზრზენი აქცია, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ორუელის 1984-ის ფაბულაში, როდესაც გამოაქვთ ადამიანის რაღაც იმიჯი და შემდეგ ამ ადამიანზე ხდება ზიზღის პროვოცირება, თანაც ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიის მოთხოვნით – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ხელაშვილმა ისაუბრა 20 ივნისის აქციაზე, რომელიც მისი თქმით, თითქოს უნდა იყოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის მზადყოფნის აქცია, მაგრამ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის მიზანი პოლიტიკური ტემპერატურის მაქსიმალურად აწევაა.

ასევე, 20 ივნისის აქცია, რომელიც თითქოს უნდა იყოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის მზადყოფნის აქცია, მაგრამ სინამდვილეში ვხედავთ რა ფარული და ცუდად დაფარული განზრახვები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მაქსიმალურად აიწიოს პოლიტიკურმა ტემპერატურამ და ისევ და ისევ გაღრმავდეს პოლარიზაცია მაშინ, როდესაც ერთი კვირაა დარჩენილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ შუალედშიც კი, როდესაც პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად ევალებათ პასუხისმგებლობით მოქცევა, ვინაიდან არის თეორიული შანსი, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს, სწორედ ამ დროს დაიწყო ისევ და ისევ ოპოზიციამ პოლარიზაციის გაღრმავება, რაც უკვე აქედანვეა პირველივე მოთხოვნის დარღვევა. პოლარიზაცია თავისთავად გულისხმობს, რომ ამაში ორი მხარეა ჩართული. მთავრობამ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება შემხვედრი ნაბიჯები არანაირი შედეგი არ იქნება“ – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

Post navigation

Previous: ზოგიერთი ევროპული, თუ ამერიკული ჯგუფი საჭირო მომენტში პრეზიდენტს გვარამიას შეაწყალებინებენ, რომელიც ოპოზიციის ლიდერად ყავთ მოაზრებული
Next: ლევან ნიკოლეიშვილი: სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბერკეტად და ზეწოლის მექანიზმად, კანდიდატობის თემის სახით, ამერიკელებმა და ევროპელებმაც ერთგვარი ნაკვერჩხალი შეინახეს, რომლის გახურებასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ეცდებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.