Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ადამიანებმა თავი დაიჭირეს, თავისი ფეხით შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისივე წინასწარი ნებით

მარშალ პრესი 02/07/2025
shalva papuashvili

ამ ადამიანებმა თავი დაიჭირეს, თავისი ფეხით შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისივე წინასწარი ნებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან, ოპოზიციის წარმომადგენლების საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო თავისუფლების აღკვეთაზე საუბრისას.

„აცხადებდნენ, რომ იცოდნენ დაბარებულები იყვნენ კომისიაში, იცოდნენ, რომ დაბარებაზე უარის თქმა ან არგამოცხადება არის სისხლის სამართლის დანაშაული, იციან, რომ ამაზე სასჯელია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ იმდენად არ უნდათ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება, რომ მზად არიან წავიდნენ თავისუფლების აღკვეთაზეც. გადადგეს ნაბიჯიც და შესაბამისი ლოგიკური შედეგი დადგა. აქ იმაზე საუბარი, რომ მათ მიმართ ხელისუფლებას განზრახვები ჰქონდა, არის ზედმეტი.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიას კითხვები ჰქონდა მათთან, ვერ მიიღეს პასუხი, ამიტომ კიდევ ერთხელ დაიბარეს და მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ახლა მაინც ეღიარებინათ დემოკრატია და საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ფარატინა ქაღალდი და მათთვის მნიშვნელოვანია რომელიღაც ელჩის სიტყვები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

Post navigation

Previous: ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
Next: 2006 წლის ივლისის ბოლოს მივიღეთ დავალება, რომლის შინაარსი იყო ორი სახლის განადგურება – კონკრეტულად, ნორა და ემზარ კვიციანების სახლები უნდა განადგურებულიყო, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა დაგვავალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.