Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება, მერი პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

მარშალ პრესი 01/07/2025
514348451_1112147910967793_8135419018237579948_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება, მერი პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრთან, მინდია დიასამიძესთან, საკრებულოსა და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

სოფელ სამებაში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს, სოფელ ახალშენში კვირიკაძეებისა და დევაძეების დასახლებაში კი სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა ხორციელდება.

პროექტების დასრულების შემდეგ, ახალშენისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების 600-მდე ოჯახი უწყვეტი წყლის მომარაგებით ისარგებლებს.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
Next: საქართველოს არ იცავს საერთაშორისო ქოლგა, ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში და ბუნებრივია, რომ გვჭირდება მიგრაციის შესახებ მკაცრი რეგულაციები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025