Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეიდან საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები

მარშალ პრესი 01/07/2025
shalva papuashvili

დღეიდან, პარლამენტი ახალი რეგლამენტის მიხედვით იმუშავებს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გააკეთა.

„დღეიდან ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიღეთ. შესაბამისად, დღეიდან ახალი რეგლამენტის მიხედვით იმუშავებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის რეგლამენტი არის ცოცხალი დოკუმენტი. წესი არის, რომ ახალი პარლამენტი იღებს ახალ რეგლამენტს, რაც საპარლამენტო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გამოვლინებაა. პარლამენტის რეგლამენტი არის ის საკანონმდებლო აქტი, რომელსაც განსხვავებით სხვა კანონებისგან, ხელს აწერს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე. ეს აჩვენებს, რომ პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.