Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სქროლებით გადაადგილება არის აბსოლუტურად უკონტროლო, არ ექვემდებარება არანაირ რეგულაციას – დროა, ვიზრუნოთ ამ საკითხზე, რომ ხიფათი თავიდან ავიცილოთ

მარშალ პრესი 01/07/2025
guram macharashvili

პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივა წარმოადგინა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დასარეგულირებელია ე.წ სქროლების მოძრაობის წესებიც, რადგან არის უკონტროლო და საფრთხის შემცველი.

“პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ ინიციატივებისთვის. ნამდვილად საჭირო და დროულია რეგულაციები იმ ქვეყნებში, სადაც გამრავლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მოძრაობა გადატვირთულია და ა.შ. წინა მოწვევაშიც მქონდა ეს წინადადება და ახლაც მინდა გავაჟღერო საზოგადიების დიდი ნაწილის თხოვნა – საუბარია ე.წ სქროლებზე. სქროლებით გადაადგილება არის აბსოლუტურად უკონტროლო, სიჩქარეც მაღალი აქვს, არ ექვემდებარება არანაირ რეგულაციას, დადის ტროტუარზეც, გზაზეც, ეს არ არის 10-15 კმ/სთ, დადის ბევრად უფრო სწრაფად. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვეითად მოსიარულეებს ეჯახება. ხომ არ ვიზრუნოთ ამ საკითხზე შესაბამის უწყებასთან ერთად, რადგან ძალიან პრობლემურია ეს საკითხი და მომრავლდა ტრანსპორტის ეს სახეობა.
ვფიქრობ, რომ სიჩქარის ზღვარი დავაწესოთ ან რაიმე რეგულაციებში ჩავსვათ, რადგან უკონტროლოა ეს საკითხი და არის ხიფათის შემცველი,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები სქროლებთან დაკავშირებით გაგრძელდება შესაბამის უწყებებთან იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ხიფათი.

Continue Reading

Previous: ატლანტიკურმა საბჭომ საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში შეიყვანა
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თავართქილაძისა და ორბელიანის ქუჩებზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025