Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპული კრიზისის ფონზე იმდენად შესამჩნევია საქართველოს წინსვლა, რომ ანტიქართული აშშ-ის ატლანტიკური საბჭოც აღიარებს ჩვენს პროგრესს კეთილდღეობის კუთხით

მარშალ პრესი 01/07/2025
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ატლანტიკური საბჭოს ანტიქართული განცხადებები და გამრუდებული აღქმები აქაურ ვითომ კატასტროფულ ვითარებაზე დეზავუირებელია მათივე კვლევით, ფაქტების ანალიზით. წლეულს, IMF-ის ანგარიშის შემდეგ, უკვე მეორედ აღიარებენ საერთაშორისო აქტორები, რომ კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია.“

მისი თქმით, ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით, მოწინავე პოზიციები გვაქვს უფრო ფართო ასპექტებში, კერძოდ: შემოსავლების დონე, სოციალურ თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა.

„ევროპული კრიზისის ფონზე იმდენად შესამჩნევია საქართველოს წინსვლა, რომ ანტიქართული აშშ-ის ატლანტიკური საბჭოც აღიარებს ჩვენს პროგრესს კეთილდღეობის კუთხით.
დეტალურ ანგარიშში ხსენებულმა საბჭომ საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში შეიყვანა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ატლანტიკური საბჭოს ანტიქართული განცხადებები და გამრუდებული აღქმები აქაურ ვითომ კატასტროფულ ვითარებაზე დეზავუირებელია მათივე კვლევით, ფაქტების ანალიზით.

წლეულს, IMF-ის ანგარიშის შემდეგ, უკვე მეორედ აღიარებენ საერთაშორისო აქტორები, რომ კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ 2030 წლის ჩათვლით, რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებით, საქართველო XXI საუკუნის ტოპ სამეულში იქნება.

ხოლო ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით, მოწინავე პოზიციები გვაქვს უფრო ფართო ასპექტებში, კერძოდ: შემოსავლების დონე, სოციალურ თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა.“ – წერს აბაშიძე.

Continue Reading

Previous: ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ ასეთმა მტრულად განწყობილმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „ატლანტიკური საბჭო“, ვერ გაექცა სიმართლეს და თავის ანგარიშში საქართველოს წინსვლა ვერ დამალა
Next: დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025