Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია – ატლანტიკური საბჭო კი აღიარებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია

მარშალ პრესი 01/07/2025
levan nikoleishvili

როცა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ატლანტიკური საბჭოა და რომელიც ჩვენს მიმართ მეგობრულზე უფრო მტრულადაა განწყობილი, ანგარიშს აქვეყნებს ცხადია გარკვეულწილად დაინტერესდები. აღმოჩნდა, რომ საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ატლანტიკური საბჭო აღიარებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია, შესაბამისად მოგვწონს თუ არა ფაქტია, რომ ყოველივე ეს ქართული ხელისუფლების დამსახურებაა.

„როცა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ატლანტიკური საბჭოა და რომელიც ჩვენს მიმართ მეგობრულზე უფრო მტრულადაა განწყობილი, ანგარიშს აქვეყნებს ცხადია გარკვეულწილად დაინტერესდები. აღმოჩნდა, რომ საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი იყო, რომ 2030 წლის ჩათვლით რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო 21 ე საუკუნის ტოპ სამეულში იქნებაო გვეუბნებოდა. ახლა კი, გვამცნობენ, რომ ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსი, რომელიც ისეთ ასპექტებს მოიცავს როგორიცაა შემოსავლების დონე, სოციალური თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოსდაცვა, განათლება, ჯანდაცვა, ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია ჰოო, და ეს ატლანტიკური საბჭო კი აღიარებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია. რა ვქნათ ახლა, ეს შედეგები და ანალიზები მოგწონს თუ არა, ამ ხელსუფლების დამსახურება რომ არის ფაქტია“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: საქართველოს კეთილდღეობის ინდექსი 17 პუნქტითაა გაზრდილი, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი კი 7.5 პუნქტია, ევროკავშირის – 5.5. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ეს შედეგია პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს
Next: ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025