Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

მარშალ პრესი 30/06/2025
33

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და IMO-ს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ქვეყნის საზღვაო სექტორის გაძლიერების მიზნით სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს.

ყურადღება დაეთმო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და მის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო ინდუსტრიის გაძლიერებას საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას სერვისების დიჯიტალიზაციის თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში საზღვაო სექტორის მნიშვნელოვან განვითარებას. მისივე თქმით, საქართველო ამ ნაწილში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად უნდა იქცეს.

შეხვედრისას გამოითქვა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მათ შორის, ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით.

Continue Reading

Previous: ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
Next: განათლების მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025