
უცხოეთის ინტერესში არ არის იმაზე საუბარი რას აკეთებს ქვეყანა და მთავრობა, რა წარმატებები აქვს, მათ ინტერესშია საქართველოში შეიცვალოს არსებული მთავრობა, ამიტომ საუბრობენ იმაზე, რასაც ეუბნებიან ჩასულები [რადიკალური ოპოზიცია], ეს არის მთავარი,- ამის შესახებ დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრ, გურამ მაჭარაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამდენად ობიექტურად იყენებენ სქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციას უცხოეთში.
კონსტანტინე ჟღენტის მიერ აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ასევე კომენტარი გააკეთა კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომლის თქმითაც, ევროპარალამენტართა და ევროკომისიის წევრთა მოთხოვნით საქართველოს კოჰაბიტაცია უნდა ჰქონოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ბრალს ვერაფერში ვერ უყენებენ სანქციებს ითხოვენ.
„წინა ხელისუფლება, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა და ესეც კარგად იცოდნენ, კიდევ უფრო გამოჩნდა ახლა ბოლო ხუთ თვეში იმათ აპატიეთო. კოჰაბიტაცია წინა რეჟიმის მიმართ უნდა გვქონდეს და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც უბრალოდ ბრალს ვერ უყენებენ ვერაფერში, სანქციებს ითხოვენ. აი ეს არის მათი სიმართლე. დღევანდელ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ, ვიზალიბერალიზაციის და სხვა სიკეთეების წართმევა უნდათ. მაშინ, როდესაც უბრალოდ ვერ ასახელებენ რა ჩაიდინა არასწორი ქართულმა სახელმწიფომ და ქართულმა ხელისუფლებამ. აქ სანქციებსა და რევოლუციას ითხოვენ, და იქ როდესაც ხალხს ანადგურებდნენ დახოცავდნენ იმ რეჟიმის მიმართ ითხოვენ კოჰაბიტაციას. აი ეს არის რეალობა“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.