Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რეზერვისტებმა საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ სამხედრო ფიცი დადეს

მარშალ პრესი 30/06/2025
570

საქართველოს ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, თავდაცვის ბრიგადის მე-20 ტერიტორიული ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. 

ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს ქვეყნის ასამდე მოქალაქე შეუერთდა, რომლებმაც სამხედრო ფიცის მიღებამდე მომზადების კურსი გაიარეს. საბრძოლო და საცეცხლე მომზადება საკვალიფიკაციო სროლებსა და ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას ითვალისწინებდა.

ტერიტორიული თავდაცვის მე-20  ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ რეზერვისტებს სიტყვით მიმართა, ფიცის მიღება მიულოცა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა. 

ღონისძიებაზე მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში რეზერვისტები ტერიტორიული პრინციპით, 4 წლის განმავლობაში იმსახურებენ. ისინი წლის განმავლობაში 45-დღიან საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და განავითარებენ კრიზისებზე რეაგირების უნარებს.

Continue Reading

Previous: ყველაფერი გაკეთდება, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა, ეს არის მთავარი, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ პოლიტიკური სისტემა და კიდევ უფრო მეტად გავიმყაროთ საერთაშორისო პოზიციები
Next: პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025