Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, ჰერჩინსკის ვკითხე, კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი, კარგად მახსოვს მისი სიტყვები, როდესაც კონკრეტული ვერაფერი თქვა, რიტორიკის ტრაექტორია იყო ასეთიო – მოდი და გაიგე, რას ნიშნავს რიტორიკის ტრაექტორია

მარშალ პრესი 30/06/2025
irakli qadagishvili

ბატონ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე, რომელიც თორმეტი პუნქტის შესრულებას ეხებოდა, რომელიც ჩვენ შევასრულეთ, საბოლოო ჯამში რომ არ მოგვანიჭეს მაშინ კანდიდატის სტატუსი, ვკითხე, კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, როდესაც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი შეკითხვის პასუხად კონკრეტული მიზეზი ვერ დაასახელა, განაცხადა, რომ რიტორიკის ტრაექტორია იყო ასეთი.

„მახსოვს კარგად ჰერჩინსკის სიტყვები, როდესაც კონკრეტული ვერაფერი თქვა, რიტორიკის ტრაექტორია იყო ასეთიო. ახლა, მოდი და გაიგე, რას ნიშნავს რიტორიკის ტრაექტორია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „რიტორიკის ტრაექტორიასთან“ გვაქვს ჩვენ საქმე თუ არსებობს რამე კონკრკეტული მოცემულობები, გარდა იმისა, რომ რომელიღაც პარტიას, აქ მისი მონათესავე პარტია დანაშაულს ჩაიდენს, თუ არ ჩაიდენს, მისი გულშემატკივრობა ახასიათებს.“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Continue Reading

Previous: საქართველომ ნატოში რთულ დროსაც მოახერხა ღირსეული პოზიციონირება – ჩვენი მიზანი იყო, ყველასათვის გვეჩვენებინა, რომ საქართველო არსად წასულა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025