Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, აგენტის მძიმე ხვედრი ძალიან კარგად გამოჩნდა გახარიას, ზურაბიშვილის, ხაზარაძის, გვარამიას და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე

მარშალ პრესი 30/06/2025
irakli kobakhidze

აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა, გახარია, ზურაბიშვილი, ხაზარაძისა და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრონები ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, მათ გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში.

„ეს არის პატრონების დავალება, პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, ეს იყო თავიდან ბოლომდე მათი პატრონების გადაწყვეტილება, ისინი ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს საკუთარი აგენტები. სალომე ზურაბიშვილი გუშინ სრული კატასტროფა, გახარია გაქცეულია, სხვა აგენტები არიან საპატიმროში, ასე ექცევა „დიფ სთეითი“ საკუთარ აგენტებს.

მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება, ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ამბიცია, ზოგადად აქტიურ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის ამბიცია, მე მინდა მათ ვთხოვო, რომ მაქსიმალური გულისყურით მოეკიდონ ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, რადგან აგენტის ხვედრი არის უმძიმესი. თავიდან შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს რაღაცნაირად მიმზიდველი ეს საქმიანობა, თუმცა საბოლოო ჯამში, აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა, გახარია, ზურაბიშვილი, ხაზარაძის და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე, გვარამია და ა.შ. აღარ გავაგრძელებ ამ სიას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: გამოხვიდე და ანტისახელმწიფოებრივად, შენი ქვეყნის წინაშე [ევროპარლამენტის] კედლებში აკეთო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკეთებდნენ, ეს იქნებოდა ცალკეული რეზოლუციები, დეკლარაციების, პოლიტიკური სახის დოკუმენტების მიღება, თუ განცხადებების კეთება, ეს ყოვლად მიუღებელი იყო
Next: საქართველომ ნატოში რთულ დროსაც მოახერხა ღირსეული პოზიციონირება – ჩვენი მიზანი იყო, ყველასათვის გვეჩვენებინა, რომ საქართველო არსად წასულა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025