Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თურმე, ხოშტარია „ლელოს“ და გახარიას გამო გაფიცულა, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო

მარშალ პრესი 29/06/2025
amiran salukvadze

პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია „ლელოს“ და გახარიას გამო გაიფიცა, კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუ ეს ორი პარტია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შეწყვეტს.

„ლიაკა ხოშტარიას შიმშილობის მიზეზი ცნობილია (მედიის სტილში. სრული ინფორმაცია პირველ კომენტარში). პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა. თურმე, ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაფიცულა. თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო.

გედის გაფიცვის მიზეზი უცნობია. თუმცა, ის ხოშტარიას შეურთდა, ბრძოლა სიკვდილამდეო. ეტყობა ე.წ. ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა იგულისხმა. „ლელოს“ და „გახარიას“ წინააღმდეგ პარლამენტთან რატომ შიმშილობენ? ესენი პარლამენტში არ სხედან.

ვაგზლის მოედანზე გადადით, იქაა „ლელოს“ ოფისი. ამიტომ ვეძახი ამათ სისულელეებს კლოუნადას. არაა კლოუნადა?”, – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბის თასი 2025“ გაიმართა
Next: ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა – გრეტა წიწავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.