Skip to content
29/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საერთაშორისო სამართალი პრაქტიკულად აღარ არსებობს – მნიშვნელოვანია გადავიაზროთ, რა იყო ის პრობლემები, რამაც ეს მოიტანა და რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა

მარშალ პრესი 29/06/2025
levan maxashvili

მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. უმრავლესობის დეპუტატი დელეგაციასთან ერთად პორტუგალიაში იმყოფება, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებმა და პარლამენტარებმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე უნდა იმსჯელონ.

„50 წელი სრულდება ჰელსინკის ფინალური აქტიდან, ანუ პერიოდიდან, რა პერიოდსაც ვიცნობთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების არსებობით. ამ 50 წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევების წინაშე არასდროს მდგარა საერთაშორისო სამართალი, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს სწორედ იმ ომების, დაპირისპირების და კონფლიქტების გამო, რასაც საქართველოს გარშემო ვხედავთ. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, რა იყო სწორედ ის პრობლემები რამაც მოიტანა ეს პერიოდი და რა შეიძლება, გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას წელს პორტუგალია მასპინძლობს. ქალაქ პორტოში მსოფლიო ლიდერები და პარლამენტარები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

პორტოში უკვე იმყოფება ქართული საპარლამენტო დელეგაცია. ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებენ მშვიდობის საკითხზე და მის მნიშვნელობასა და შენარჩუნების გზებზე. ამ კუთხით საქართველო ასამბლეის წევრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

Continue Reading

Previous: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა
Next: თუ მიხვედი მოშიმშილესთან და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025