Skip to content
28/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციამ “შესანიშნავი” ქომაგი მოძებნა – დავით ჩიხელიძე

მარშალ პრესი 28/06/2025
davit chikhelidze

რა გასაკვირია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერად ისეთი გახრწნილი მექრთამე მოევლინა, როგორც თვითონ ოპოზიცია არის, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლოკე რასმუსენის შესახებ.

ექსპერტის განცხადებით, ოპოზიციამ, ქრთამის შეთავაზებით, პედოფილიის დამალვითა და ხელშეწყობით ცნობილი რასმუსენის სახით, “შესანიშნავი” ქომაგი მოძებნა.

“ოპოზიციამ “შესანიშნავი” ქომაგი მოძებნა, საუბარია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლოკე რასმუსენზე, რომლის შესახებ არაერთი სკანდალური მასალა არსებობს, მათ შორის ქრთამის შეთავაზება, პედოფილიის დამალვა/ხელშეწყობა და ა.შ. რა გასაკვირია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერად ისეთი გახრწნილი მექრთამე მოევლინა, როგორც თვითონ ოპოზიცია არის! საზოგადოებას კარგად ახსოვს ევროკავშირში მომხდარი კორუფციული სკანდალები, რომელსაც რამდენიმე დეპუტატის დაპატიმრება მოჰყვა, ბატონი ლოკე კორუფციის მოყვარულთა რიგებს მიეკუთვნება, მაგრამ როგორც ჩანს ხელშეუხებელია, რადგან დამკვეთების დავალების კარგი შემსრულებელია. კიდევ გაქვთ კითხვა რატომ იცავენ დასავლეთში ოპოზიციას? ამის ორი მიზეზი არსებობს, საერთო პატრონები და საკუთარი აგენტურის გადარჩენა და ფული, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ!” – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: საქართველო კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსი აქვს
Next: ტრამპის საგარეო სტრატეგიამ ყველა მიმართულებით გაუხსნა გზა საქართველოს თავისუფალი პარტნიორობისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025