Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ მათთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს

მარშალ პრესი 27/06/2025
mamuka mdinaradze2

აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ ამ საინფორმაციო საშუალებებთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსის თუ საჯარო მოხელის მთავარი იარაღი არის სიმართლე და ამიტომ აგენტურული ტელევიზიების მხრიდან წამოსული შანტაჟის არ უნდა შეეშინდეთ.

„ბოლო დროს, მათ შორის აგენტურული ტელევიზიების მხრიდან შეიმჩნევა ახალი ტენდენცია. როგორც ჩანს, როგორც კი ფული მოაკლდათ, გარედან დაფინანსებული, იმ წუთასვე გადავიდნენ ასეთ საინფორმაციო პოლიტიკაზე – განსაკუთრებით კორუფციაში ბრალს სდებენ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. გვაქვს მოცემულობა, როდესაც ისინი ბედავენ შანტაჟსაც კი კონკრეტული, პატიოსანი მოხელეების, მათ შორის ბიზნესების, რომ ისინი თუ არ „დალაგდებიან“ ამ საინფორმაციო საშუალებებთან, ისინი მოახდენენ მათ დისკრედიტაციას. ვიღაცები შეშინებულები „ულაგდებიან“ კიდეც. ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს, მართალ და სუფთა ადამიანს არაფრის უნდა ეშინოდეს. რაც არ უნდა დააბრალონ პატიოსან მოხელეს თუ პოლიტიკოსს, ვერაფერს დააკლებენ იმიტომ, რომ სიმართლე არის ერთი და ამ სიმართლის გატანა გაცილებით მარტივია. ეს შემთხვევით არ მითქვამს და ბევრს ძალიან ცუდად მოხვდებოდა ყურში და გულზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის – ირაკლი კობახიძე
Next: ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია – სოზარ სუბარი პრემიერ ირაკლი კობახიძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.