Skip to content
28/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აქტიურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯეფექტიანობის, ხარისხის ზედამხედველობის პრაქტიკა

მარშალ პრესი 27/06/2025
irakli kobakhidze

აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ თვალსაზრისით მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მათ შორის ერთ-ერთი პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკა იქნება.

„აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების პრაქტიკა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯეფექტიანობის, ხარისხის ზედამხედველობის პრაქტიკა. ამ კუთხითაც, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. მათ შორის, ერთ-ერთი რაც უკვე ნაწილობრივ ვახსენე, არის პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკის დანერგვა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მასშტაბით განსავითარებელ ინფრასტრუქტურას. ეს შეიძლება იყოს სკოლები, საბავშვო ბაღები, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები და ა.შ. სტანდარტიზციის პრაქტიკის შემოღება, მათ შორის, პროექტირების ხარჯებს შეამცირებს, ასევე უზრუნველყოფს კორუფციის შემცირებას, რისკების დაზღვევას, გაიზრდება სამუშაოების შესრულების ხარისხი. გარდა ამისა, გაძლიერდება კონტროლის სისტემა, ამისთვის იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე სამსახურის კოორდინაცია, პირველ რიგში ჩვენ დავეყრდნობით სუს-ს, ანტიკორუფციულ სამსახურს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, იმუშავებს აქტიურად მთავრობის ადმინისტრაცია, გავაძლიერეთ მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მათ შორის, ამ საკითხებით იქნება დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის, შსს-ს როლი, ყველა შესაბამისი უწყება იქნება ჩართული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ კორუფციის რისკებისგან ჩვენი სახელმწიფო,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია – ამ მიზნისთვის იგი უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს
Next: ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025