Skip to content
27/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სიამაყეა – რომ ამ ყველაფერს მაინც ვახერხებთ, მიუხედავად უამრავი და გაუთავებელი შიდა მტრებისა და მოღალატეებისა – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 27/06/2025
david kartvelishvili

მე არ ვიცი, რომელ სფეროს არ შეეხო პრემიერ-მინისტრი და სად დაუტოვა საფუძველი ეჭვებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საკუთარ რიგებში მოღალატეების დაძლევით და გარე მტრების დასუსტება/დამარცხებით – ჩვენ, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე ვერ შევძლებთ ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. წარმატებები ხელისუფლებას – უფლის ნებით ჩვენ ყველაფერ ამას შევძლებთ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კიდევ უფრო მეტს მიაღწევდა საქართველო, რომ არა ქვეყნის უსამშობლო მტრები და “სამშობლოს” ამოფარებული მოღალატეები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას, კვლავ არ მტოვებდა ორი ძირითადი გრძნობა: 1) როგორ ვახერხებთ მაინც ამ ყველაფერს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე დაუსრულებელი გარე შეტევების ფონზე და 2) სიამაყე – რომ ამ ყველაფერს მაინც ვახერხებთ, მიუხედავად უამრავი და გაუთავებელი შიდა მტრებისა და მოღალატეებისა.
ერთი წამით არ მინდა ჩავარდე ეიფორიაში და წარმატებებისაგან თავბრუ დამემართოს. მაგრამ – შედარების უნარს ვინ დამიკარგავს, რათა ორი ძირითადი მიმართულება შევადარო ერთმანეთს: 1) ის, რასაც მივაღწიეთ იმის ფონზე, რაც ჩავიბარეთ და 2) ის, რას მივაღწევდით კიდევ, რომ არა ქვეყნის უსამშობლო მტრები და “სამშობლოს” ამოფარებული მოღალატეები.
დღეს პარლამენტის კედლებში რეალური საქართველო ამსხვრევდა თავის ვირტუალურ “ავატარს” და გადარჩენის სხვა შესაძლებლობას არ აძლევდა “აკაცუკებს”, გარდა ინტეგრაციისა რეალურ საქართველოში და ასევე ვირტუალური, პარალელური, ხელოვნური სამყაროს მძევლობიდან გამოსვლის გარდა.

დღეს ამისთვის ჯერ კიდევ არაა გვიან – უამრავ სფეროში თავისი კონსტრუქციული და არა დესტრუქციული პოტენციალის გამოყენებისთვის სახელმწიფოს კარი მათთვისაც ღიაა.
დღეს ვირტუალური საქართველოს ფეიკ-ლიდერები და სიცრუის მანქანების “მექანიკოსები”, თავისი “პოლიტიკური ამბიციების” განვითარებისთვის უკეთეს გზას ვერ ხედავენ, თუ არა ნებაყოფლობით დაემალონ რეალურ საქართველოს და საკუთარ ამომრჩეველს კომფორტაბელურ პენიტენციურ სისტემაში. ამაშია მათი კრახისა და სრული ფიასკოს ყველაზე შთამბეჭდავი ვიზუალური და შინაარსობრივი მაგალითი.

მე არ ვიცი, რომელ სფეროს არ შეეხო პრემიერ-მინისტრი და სად დაუტოვა საფუძველი ეჭვებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საკუთარ რიგებში მოღალატეების დაძლევით და გარე მტრების დასუსტება/დამარცხებით – ჩვენ, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე ვერ შევძლებთ ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. წარმატებები ხელისუფლებას – უფლის ნებით ჩვენ ყველაფერ ამას შევძლებთ.“ – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ 73%-დან 41%-მდე შემცირდა, გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება
Next: აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები – კახა კალაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025