Skip to content
27/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს

მარშალ პრესი 27/06/2025
irakli kobakhidze

2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ტემპის მიხედვით, რაც აქვს აღებული ხელისუფლებას, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე დამატებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყანაში.„ასევე ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 170 ლარი.

მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა თავის დროზე 2012 წელს. მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.5 ლარს, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 3-ჯერ გავზრადეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის. გვინდა, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს. არსებული ტემპების გათვალისწინებით ეს არის სავსებით რეალური, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი
Next: სოფლის მეურნეობის განვითარებაში გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები – აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025