Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ

მარშალ პრესი 27/06/2025
ela sepashvili

„ერთადერთი, რაც საქართველოში ხდება, ესაა კანონის პატივისცემა და მოსახლეობის და პოლიტიკოსების შეჩვევა იმასთან, რომ პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე, სადაც განიხილებოდა საკითხი სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“.

„ძალიან ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ, როცა პოლიტიკისები სრულიად აბსურდულ თემებზე ვითომ სერიოზული სახეებით საუბრობენ. ერთადერთი, რაც საქართველოში ხდება, ესაა კანონის პატივისცემა და მოსახლეობის და პოლიტიკოსების შეჩვევა იმასთან, რომ პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას იმისთვის სჯიან, რომ კანონს იცავს. „ფაქტობრივად განხილვების შინაარსში რომ შევიდეთ, გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობას და ზოგადად ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოში კანონი დაცულია და მოდი, ამის გამო საქართველო დავსაჯოთ. ისინი სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებას ცდილობენ, რაც დაუშვებელია,” – დასძინა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ეუთოს გუნდში მყოფი კრიმინალები ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ, არჩევნები არ იყო სამართლიანი. ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე
Next: ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.