Skip to content
27/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილს შერიგებას სთავაზობს და ხელს უწვდის

მარშალ პრესი 26/06/2025
aleko elisashvili

ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილს ხელს უწვდის და შერიგებას სთავაზობს. ამის შესახებ მან 26 ივნისს, ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

“მინდა ხელი გავუწოდო სააკაშვილს. ფაქტია, მასზე არასდროს არ მითქვამს კარგი, მაგრამ სააკაშვილი არის დიდი და ისტორიული ტიპი საქართველოში.

სააკაშვილი იყო ის ტიპი. რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და კორუფციისგან გაწმინდა – ეს არის ფაქტი.

გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, ფაქტია ეს, რომ პოლიცია დაემსგავსა პოლიციას, საბაჟო დაემსგავსა საბაჟოს, დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით და წუმპედან ამოვედით.

ომი არ დაუწყია სააკაშვილს, მე ვაკრიტიკებდი მას უთავბოლობის გამო, ახლაც გავაკრიტიკებ მას უთავბოლობის გამო, არაეფექტური მმართველობის გამო, არაეფექტური სარდლობის გამო და იმ კრიზის მენეჯმენტის გამო, რაც იყო (2008 წლის აგვისტოში)

სააკაშვილი იცავდა თავს როგორც შეეძლო, თუმცა, საქართველოსთვის არ უღალატია ამათგან {ქართული ოცნებისგან} განსხვავებით, მტერს არ შეკვრია და ბოლო, რაც კარგი მაქვს მასთან დაკავშირებით სათქმელი არის ის, რომ მან დათმო ძალაუფლება, როცა არჩევნები წააგო – იმამაძაღლა, საზიზღრობები აკეთეს 2012 წლის არჩევნებში, ყველაფერი იკადრეს, წააგეს, მაგრამ სააკაშვილი თავის ემოციებზე მაღლა დადგა და მან დათმო ძალაუფლება.”- განაცხადა ელისაშვილმა.

მანვე ისაუბრა სააკაშვილის უარყოფით მხარეებზე და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის დროს პატიმრებს აწამებდნენ და ჯოჯოხეთი გაატარეს.

ელისაშვილი ამბობს, სააკაშვილს დასანახად ვერ იტანს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის სინანულს გამოთვამს მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე, მზად არის რომ შეურიგდეს და ხელი გაუწოდოს.

ელისაშვილი ასევე მზად არის, რომ ერთიანობის მისაღწევად შეურიგდეს და ხელი გაუწოდოს ეკა ბესელიასაც, რომელთანაც ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს.

Continue Reading

Previous: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, „ოცნების“ ვერცერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ შეძლო იმ რეფორმის გატარება, რასაც მაკა ბოჭორიშვილი ატარებს დღეს სამართლიანად
Next: ე.წ. ჩანაცვლების პროგრამების კერძო კომპანიების ხელში არსებობა, ვერ უზრუნველყოფს დამოკიდებული ადამიანების გამოჯანმრთელებას – ჩანაცვლებითი პროგრამების და ფსიქოტროპული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფოს ხელში გადასვლა, დიდი და პოზიტიური ნაბიჯია ნარკოტიკებთან ბრძოლის ურთულეს საქმეში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025